მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ველოდებით, რომ ეკონომიკაში იქნება ზრდის შენელება

5e71d31e74893
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.20 11:55
848
“რა თქმა უნდა კორონავირუსის ფაქტორი საკმაოდ დიდია, ველოდებით, რომ ეკონომიკაში გვექნება ზრდის შენელება თუ არა კლება კიდეც,”- გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, წელს საქართველოს მთავრობა 4.5%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არსებული კრიზისის ფონზე, მთავრობა ზრდის პროგნოზს შეამცირებს.

"წელს გვქონდა მოლოდინი, რომ გვექნებოდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. არის შეფასებები, რომ მრავალმილიარდიან ზარალს მოუტანს ის (კორონავირუსი) მსოფლიოს ეკონომიკას. პროგნოზი არ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც ის აქამდე იყო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

გუშინ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულებაში შესული ცვლილებები წარადგინა. ცვლილება შემოსავლების დადასტურების წესს და საშემოსავლო კატეგორიებს ეხება. წარსულში მოქმედი 4 საშემოსავლო ლიმიტის ნაცვლად ორი საშემოსავლო კატეგორია იარსებებს. ამასთანავე, იცვლება ლარში იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადიანობა და ის 15 წლის ნაცვლად, კვლავ 20 წლით განისაზღვრება.