მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სავალუტო ინტერვენციები - რომან გოცირიძე

62263229e741d
შოთა ტყეშელაშვილი
07.03.22 20:42
1295
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ენმ-ის დეპუტატი რომან გოცირიძე სებ-ს სავალუტო ინტერვენციების განხორციელებისკენ მოუწოდებს. გოცირიძე აღნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს ინტერვენციების პროცესი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალევე უნდა დაეწყო, შედეგად ქვეყანა ლარის მყისიერი გაუფასურებას აიცილებდა.

დღესვე ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციებისკენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამაც მოუწოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარის გაცვლითი კურსი ქვეყანაში მოქმედი ბიზნესებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარამეტრია.

დღეს ლარი დოლართან მიმართებით 12.5 თეთრით 3.40 ლარამდე გაუფასურდა, ევროსთან ვარდნა 7.7 თეთრი იყო, ახალი კურსით ერთი ევრო 3.68 ლარი ღირს.

“ეროვნული ბანკის არაპროფესიონალიზმის შედეგად, რომელმაც ვერ მოახდინა დროული რეაგირება საბანკო პანიკაზე, ლარის მნიშვნელოვანად გაუფასურდა.

ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ინტერვენციები. სწორედ ასეთი მდგომარეობისათვის მოგვცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მილიარდამდე დოლარი და ამიტომ არის ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები დღეისათვის 4,2 მილიარდი. უკრაინის ომის დაწყენისთანავე რომ გაეყიდა ეროვნულ ბანკს ვალუტა, ასეთი მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით. კი გაყიდის ზეგ( ხვალ უქმე დღეა), მაგრამ ეს უკან მიდევნებული ლამპარი იქნებაა,”- წერს რომან გოცირიძე.

საქართველოს ეროვნულ ბანკს 2022 წელს ჯერ სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. 2021ში კი სებ-მა 9 ინტერვენციით 332.9 მილიონი დოლარი გაყიდა.