16.აპრილი .2020 16:00

სებ-მა დისტანციური ზედამხედველობის პორტალი შექმნა

სებ-მა დისტანციური ზედამხედველობის პორტალი შექმნა
views 1298
უკან

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომლითაც დისტანციური ზედამხედველობის ნორმები განისაზღვრა. დოკუმენტის მიხედვით, ამ პროექტისთვის ამოქმედდება ვებგვერდი - nbfi.nbg.ge, რომელზეც წვდომა ექნება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ შემდეგ პირებს: მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირებს.

"პორტალის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ეროვნულ ბანკსა და პორტალზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შორის ინფორმაციის/დოკუმენტების/ანგარიშგებების (მათ შორის კონფიდენციალურის) გაცვლა და კომუნიკაცია. ეროვნული ბანკის სურვილის შემთხვევაში, პორტალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათ შორის სამართლებრივი აქტების და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტების, სიახლეების განსათავსებლად.
პორტალზე წვდომის უფლება აქვს ეროვნული ბანკის მიერ უფლებამოსილ თანამშრომლებს და მომხმარებელს მისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ პროფილზე,"- ნათქვამია კობა გვენეტაძის ბრძანებაში.

შეგახსენებთ, რომ სებ-მა რამდენიმე დღის წინ, COVID-19-ის პანდემიის გამო, ანგარიშვალდებულ პირებს ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის ვადა 45 დღით გადაუწია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა