მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა დოლარი, სავარაუდოდ, ერთჯერადი ზეწოლის გასანეიტრალებლად გაყიდა - Galt&Taggart

647d94ec368b5
შოთა ტყეშელაშვილი
05.06.23 12:13
4433
სტატიაში საუბარია:
საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის შეფასებით, 2 ივნისს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია სავარაუდოდ, ერთჯერადი ტრანზაქციის გასანეიტრალებლად განახორციელა. ამასთან, Galt & Taggart-ის დათვლით, წელს სებ-ის მიერ წმინდა სავალუტო შესყიდვების ოდენობა 765.8 მილიონი დოლარია. 

"2023 წლის 2 ივნისს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 17.1 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ბაზრისთვის შეთავაზებული 40 მლნ აშშ დოლარიდან, სავარაუდოდ, ლარზე ერთჯერადი შეწოლის გასანეიტრალებლად. ეს იყო პირველი სავალუტო ინტერვენცია გაყიდვის მიმართულებით 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი უცხოური ვალუტის წმინდა მყიდველია, რომელმაც 765.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,"- ნათქვამია Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში. 

შეგახსენებთ, 7 ივნისს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების განახლებულ სტატისტიკას გამოაქვეყნებს. წინა თვის მდგომარეობით, მისი მოცულობა 5.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.