მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5%-მდე შეამცირა

5f2a6205bed3c
ვიქტორია მღებრიშვილი
05.08.20 11:36
926
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5%-მდე შეამცირა. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ზოგადად მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიამ ძალიან ძლიერად იმოქმედა და გავლენა მოახდინა ეკონომიკებზე და უარყოფით შედეგების დაძლევა, საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული.

„წლის პირველ ნახევარში საქართველოში ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა, ამ ეტაპზე ჩვენ 2020 წლისათვის განახლებული პროგნოზით ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ვარდნა საქართველოში -5% იქნება“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ცვლილებების მიზეზებზე საუბრისას განმარტა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა განაპირობა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო დიდად შემცირებამ, ვიდრე ეს პანდემიის საწყისზე იკვეთებოდა.

"პანდემიის საწყისზე ეტაპზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი იყო -3%, ხოლო ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა უფრო პესიმისტური განახლებული პროგნოზი და ამ პროგნოზით მიხედვით, წელს გლობალური ეკონომიკის დაცემა 4.9% იქნება. ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა“, - განმარტა გვენეტაძემ.