მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ფულის გათეთრების კანონის დარღვევისთვის ბანკი და მისო 547,000 ლარით დააჯარიმა

609e533ddb979
შოთა ტყეშელაშვილი
14.05.21 15:00
1109
საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით სებ-მა კომერციული ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ჯამში 547,000 ლარით დააჯარიმა. მათთან ერთად დაჯარიმდნენ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებიც. 

ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიები დაჯარიმდნენ კონფიდენციალურია. 

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, 2020 წლის განმავლობაში შემოწმდა საფინანსო სექტორის 23 წარმომადგენლი, მათ შორის, 10 სუბიექტი, რომლის ინსპექტირება 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა. დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ ჯამურად 584,000 ლარი შეადგინა.

ჯარიმების მოცულობა ასე ნაწილდება:

კომერციული ბანკი - 276,000 ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - 271,000 ლარი;
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - 21,000 ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 16,000 ლარი.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შემოწმებებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტმა, 2020 წელს, ზედამხედველობას დაქვემდებარებული 43 სუბიექტის მიმართ დისტანციური ტიპის ე.წ. Follow-up შემოწმება დაიწყო.

საქართველოს ეროვნული ბანკი პრევენციული საზედამხედველო ზომების განხორციელებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, რაც საზედამხედველო მოლოდინების შესახებ საფინანსო სექტორის წარმომადგენლების სისტემატურ ინფორმირებასა და მათი შესაბამისობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სექტორებში შესაბამისობის კულტურის ამაღლების მიზნით, „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“ შემუშავდა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.