საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით სებ-მა კომერციული ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ჯამში 547,000 ლარით დააჯარიმა. მათთან ერთად დაჯარიმდნენ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებიც.
ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიები დაჯარიმდნენ კონფიდენციალურია.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, 2020 წლის განმავლობაში შემოწმდა საფინანსო სექტორის 23 წარმომადგენლი, მათ შორის, 10 სუბიექტი, რომლის ინსპექტირება 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა. დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ ჯამურად 584,000 ლარი შეადგინა.
ჯარიმების მოცულობა ასე ნაწილდება:
კომერციული ბანკი - 276,000 ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - 271,000 ლარი;
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - 21,000 ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 16,000 ლარი.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შემოწმებებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტმა, 2020 წელს, ზედამხედველობას დაქვემდებარებული 43 სუბიექტის მიმართ დისტანციური ტიპის ე.წ. Follow-up შემოწმება დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ბანკი პრევენციული საზედამხედველო ზომების განხორციელებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, რაც საზედამხედველო მოლოდინების შესახებ საფინანსო სექტორის წარმომადგენლების სისტემატურ ინფორმირებასა და მათი შესაბამისობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სექტორებში შესაბამისობის კულტურის ამაღლების მიზნით, „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“ შემუშავდა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება