მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა გასაყიდად $40 მლნ გამოიტანა, გაიყიდა $37.2 მლნ

5faa8c4ea66a9
თელარა გელანტია
10.11.20 16:48
1122
ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე დღეს 37.2 მლნ დოლარი გაიყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 40 მლნ დოლარი გამოიტანა, მაგრამ 37 200 000 დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3169 შეადგინა

ეს 2020 წლის რიგით 22-ე სავალუტო აუქციონი იყო, რომესაც ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის მერყეობის შესარბილებლად ახორციელებს. ჯამურად ამ აუქციონების შედეგად ეროვნულმა ბანკმა $747.2 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 

ინტერვენციებთან დაკავშირებით გასული კვირის ბოლოს BMG ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, არჩილ მესტვირიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, სავალუტო აუქციონები საჭიროებისამებრ მომდევნო წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება.

“თქვენ იცით, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ოდენობის სავალუტო შემოდინებები დაკარგა ამ პანდემიის პერიოდში, რისი კომპენსირებისთვისაც მთავრობამ ისესხა უცხოური ვალუტით გარკვეული თანხები, რის საფუძველზეც ახდენს ფისკალურ სტიმულირებას ეკონომიკის. ჩვენი მიზანია, რომ ეს უცხოური ვალუტა მოხვდეს ბაზარზე, შესაბამისად პერიოდულად ვახორციელებთ ინტერვენციებს და ამ ინტერვენციებს გავაგრძელებთ 2020 წლის განმავლობაში და სავარაუდოდ მომავალი წლის პირველ ნახევარშიც. მომავალ წელს ჩვენ რამდენი ინტერვენცია გვექნება და რა პერიოდულობით ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება პანდემია და რა მოცულობით იქნება ფისკალური სტიმულირება მთავრობიდან და რა იქნება მისი დაფინანსების წყაროები. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ წლის განმავლობაში ჩვენ გავაგრძელებთ ინტერვენციებს.

მოცულობებს რაც შეეხება, ამაზე წინასწარ ძალიან ძნელია საუბარი. ეს დამოკიდებული იქნება იმ პერიოდში რა მდგომარეობა იქნება. თუმცა, სავარაუდოდ დიდი ცვლილებები მოცულობებში არ იქნება. ეს $60 მილიონის ინტერვენცია შეიძლება ითქვას, რომ იყო გამონაკლისი, ვიდრე წესი მომავალში,”- ამბობს მესტვირიშვილი.