მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა სადეპოზიტო სერტიფიკატებს რეგულირების წესში ცვლილებები შეიტანა

5e6247e89aef5
შოთა ტყეშელაშვილი
06.03.20 16:28
1347
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 2020 წლის 4 მარტს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატების რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა. 

კონკრეტულად კი ბრძანების მიხედვით განისაზღვრება, რომ ეროვნულ ვალუტაში გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატის ცვლადი განაკვეთი უნდა იყოს მიბმული ან სებ-ის რეფინანსირების განაკვეთზე, ან თბილისის ბანკთაშორის ინდექსზე. ამასთანავე, კობა გვენეტაძის ბრძანება კომერციულ ბანკებს ავალდებულებს ფორს-მაჟორული ვითარებების მიუხედავად, სერტიფიკატის გამოშვების პირობებში გათვალისწინებული უნდა იყოს ამ შემთხვევების დროს კლიენტის მიმართ ბანკის მიერ ვადიანი დეპოზიტიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებების ანალოგიური ან უკეთესი პირობებით შესრულება. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში შესული ცვლილებები:

მუხლი 1

პუნქტი 3.

"სერტიფიკატის გამოშვების პირობებში გათვალისწინებული უნდა იყოს ფორსმაჟორული შემთხვევების დროს კლიენტის მიმართ ბანკის მიერ ვადიანი დეპოზიტიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებების ანალოგიური ან უკეთესი პირობები."

მუხლი 3

პუნქტი 2.

"სერტიფიკატის ცვლადი საპროცენტო განაკვეთი დაკავშირებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან ან თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსთან ან TIBR ვადიან ინდექსთან."

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის თებერვალში საქართველოს საპენსიო სააგენტომ 7 კომერციული ბანკისგან 560 მილიონი ლარის ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები შეიძინა, რომელთა საპროცენტო განაკვეთიც 14.8%-ს შეადგენს. 

შესაძლოა ფორს-მაჟორული ვითარების დროს სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელსა და მის გამომშვებ ბანკს შორის ურთიერთობის ახლებურად მოწესრიგების შესახებ ჩანაწერის გაჩენა სწორედ საპენსიო სააგენტოს მიერ ამ ფინანსურ ინსტრუმენტში 560 მილიონი ლარის ინვესტირებას უკავშირდებოდეს.