05.აგვისტო .2022 16:21

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი შეისყიდა

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი შეისყიდა
views 436
უკან

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეს მიმდინარე თვის განმავლობაში მეორე აუაქციონია, რომელთა ჯამითაც სებ-მა უკვე $30 მილიონი დოლარი შეისყიდა. 

"2022 წლის 5 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7186 შეადგინა", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. 

ივლისის განმავლობაში სებ-მა Bmatch პლატფორმით $110 მილიონიც შეისყიდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ BMG-ის გადაცემა “რედაქტორის” ეთერში ამ შესყიდვების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, საქართველოს სავალუტო რეზერვები არაადეკვატურ დონეზეა, ამიტომაც სებ-ი მის ეტაპობრივად შევსებას ახდენს.

“რა თქმა უნდა რეზერვების შევსებისთვისაც მნიშვნელოვანია. დღესდღეობით სავალუტო რეზერვების დონე არ არის ადეკვატური. რაოდენობის მხრივ გეთანხმებით რომ არ არის ცუდი,"- განაცხადა გვენეტაძემ. 

ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა 3.92 მილიარდი დოლარია. რეზერვების განახლებულ სტატისტიკას ეროვნული ბანკი 8 აგვისტოს გამოაქვეყნებს.