მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $25.4 მლნ გაყიდა

60782efe5548b
ელენე გოგბერაშვილი
15.04.21 16:16
833

2021 წლის 15 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ აშშ დოლარი.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე 25 400 000 აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4353 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეს ეროვნული ბანკის მხრიდან წელს რიგით მეექვსე სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში რეზერვებიდან სებ-მა ლარის მერყეობის შესარბილებლად 212.9 მილიონი დოლარი გაყიდა.