მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $30 მილიონი გაყიდა

5f8d85059dc08
BM.GE
19.10.20 16:22
1060
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად $30 მილიონი დოლარი გაყიდა. 

"2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2100 შეადგინა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რა გავლენა მოახდინა ამ აუქციონმა ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსზე 17:00-ზე გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ: ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის ეკონომიკური შოკის დაწყების შემდეგ, ჯამში, სავალუტო აუქციონების გზით, $530 მილიონი დოლარი გაყიდა.