მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $30 მილიონი გაყიდა

5fec705b7d159
BM.GE
30.12.20 16:20
766
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად დღეს მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა და $30 მილიონი დოლარი გაყიდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სებ-ი აქვეყნებს. 

"2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2752 შეადგინა,"- ნათქვამია განცხადებაში.

ჯერჯერობით, უცნობია რა გავლენა ექნება ამ ინტერვენციას ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, მას ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. 

ეს 2020 წლის რიგით 26-ე სავალუტო ინტერვენცია იყო, ჯამურად ეროვნულმა ბანკმა წელს $873.2 მილიონი დოლარი გაყიდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ტაო ჟანგის განცხადებით, მაღალი ალბათობით ინტერვენციების განხორციელების საჭიროება 2021 წელსაც იქნება.