16.სექტემბერი .2020 16:21

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა

views 292
უკან

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა. აუქციონზე $40 მილიონი დოლარი გაიყიდა.

"2020 წლის 16 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1546 შეადგინა," - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ეს 2020 წლის რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია იყო. ამ აუქციონებზე ჯამურად $410 მილიონი დოლარი არის გაყიდული.

სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, აუქციონები წლის ბოლომდე გაგრძელდება და მათი ჯამური მოცულობა შემდგომ თვეებში, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლარი ბოლო კვირების განმავლობაში აშშ დოლართან 3%-ით გაუფასურდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა