მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა

5e7b4ca411b77
BM.GE
25.03.20 16:19
871

2020 წლის 25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური ბანკი ავრცელებს.


შეგახსენებთ, ლარის გაუფასურების შესაჩერებლად წელს ეს ეროვნული ბანკის რიგით მესამე ინტერვენციაა. საერთო ჯამში მიმდინარე თვეში სავალუტო აუქციონზე საკუთარი რეზერვებიდან სებ-მა 100 მლნ დოლარი გაყიდა.