მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $40 მლნ გაიტანა, საიდანაც $29.65 მლნ გაიყიდა

5ee0f29d81609
შოთა ტყეშელაშვილი
10.06.20 18:48
1302
დღეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონი დოლარი გამოიტანა. ამ თანხიდან აუქციონზე მხოლოდ $29.65 მილიონი დოლაი გაიყიდა, ხოლო აუქციონზე დაფიქსირებულმა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 3.0372 შეადგინა.

ამ აუქციონის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.55 თეთრით გამყარდა. ევროსთან და გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი უმნიშვნელოდ გაუფასურდა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ისა და ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ პირველი სავალუტო ინტერვენცია 13 მარტს განახორციელა. მაშინ გაყიდული თანხის მოცულობამ $20 მილიონი დოლარი შეადგინა. მას შემდეგ სავალუტო ბაზარზე კიდევ 5 ინტერვენცია განხორციელდა, საიდანაც ოთხი $40 მილიონი დოლარის, ერთი კი $20 მილიონი დოლარი იყო.

ჯამურად, კრიზისის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა $189.65 მილიონი დოლარი გაყიდა.

რაც შეეხება სავალუტო რეზერვების ჯამურ ოდენობას, ის საერთაშორისო დონორების დახმარების ფონზე მზარდია. 31 აპრილისთვის რეზერვების მოცულობამ $3.47 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით $77 მილიონი დოლარით მეტია.