მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა წელს პირველად $60-მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა

5f9ffa6e84b24
შოთა ტყეშელაშვილი
02.11.20 16:24
1240
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, თუმცა $40 მილიონისგან განსხვავებით, დღეს $60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 

"2020 წლის 2 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2439 შეადგინა," - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ის თუ როგორ იმოქმედებს ოფიციალურ გაცვლით კურსზე ეს ინტერვენცია, დღეს 17:00-ზე გახდება ცნობილი. 

ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 21 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $710 მილიონი დოლარი გაყიდა.