მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ "მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში" ორი ნაბიჯით დაწინაურდა

5da98216d63a7
BM.GE
18.10.19 13:08
807
საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლიდან მდგრადი საბანკო ქსელის (Sustainable Banking Network, SBN) წევრია. SBN 2012 წელს შეიქმნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (International Finance Corporation, IFC) მხარდაჭერით და 38 ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, ფინანსური სექტორის მარეგულირებელ ორგანიზაციასა და საბანკო ასოციაციას აერთიანებს. SBN-ის მიზანია, ხელი შეუწყოს წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ისეთი პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც მდგრადი ფინანსური სისტემის განვითარებას უზრუნველყოფენ.

SBN ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც წევრი ქვეყნების ინიციატივების და გატარებული ღონისძიებების სისტემური ანალიზით ეხმარება მათ მდგრადი დაფინანსების განვითარებაში.10 ოქტომბერს გამოქვეყნდა 2019 წლის გლობალური ანგარიში, რომელშიც შეფასებულია SBN-ის წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. გლობალური წლიური ანგარიშთან ერთად ასევე, გამოქვეყნდა ცალკეული ქვეყნების ინდივიდუალური ანგარიშები.

საქართველოსთვის მიძღვნილი ანგარიში ასახავს SBN და IFC–სთან თანამშრომლობით ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მდგრადი ფინანსების განვითარების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. უმთავრეს ნაბიჯს წარმოადგენდა 2019 წლის აპრილში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი საქართველოსთვის გამოქვეყნება. გზამკვლევი აერთიანებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელთა განხორციელებასაც ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს. ასევე, IFC-ის მხარდაჭერით ეროვნულმა ბანკმა განახორციელა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ინტეგრირება კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში. მსგავსი დებულებების გათვალისწინება კაპიტალის ბაზრების კორპორაციული მართვის კოდექსშიც ხორციელდება.

ამ და სხვა მნიშნველოვანი ნაბიჯების შედეგია საქართველოს პროგრესი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით, რაც SBN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების ექვსსაფეხურიან სისტემაში ორი საფეხურით დაწინაურებაში აისახა. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა "საწყისიდან" "განვითარების" საფეხურზე გადაინაცვლა. საქართველო ერთ-ერთია იმ შვიდი ქვეყნიდან, რომლებმაც მსგავსი მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეძლეს.