17.სექტემბერი .2020 11:40

სებ-ს აქვს საკმარისი რეზერვები, რომ ლარის გაუფასურებას შესაბამისი ბერკეტებით გაუმკლავდეს - ბუცხრიკიძე

views 311
უკან

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ლარის კურსის მერყეობას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს სეზონური მერყეობა ან მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები.

„ყველაფრის მიუხედავად, მთავარი არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ შეძლეს მილიარდნახევარ დოლარზე მეტის მობილიზება ბოლო თვეების განმავლობაში. სებ-ს აქვს საკმარისი რეზერვები, რომ ამ გამოწვევას შესაბამისი ბერკეტებით გაუმკლავდეს. წლის დასაწყისიდან 400 მილიონი დოლარის რესურსია გამოტანილი ღია ბაზარზე, რომ ლარი იყოს სტაბილური. გვაქვს მოლოდინი, რომ ეროვნული ბანკი ამ სტრატეგიას გააგრძელებს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.


 

გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა და $40 მილიონი დოლარი გაიყიდა.

სებ-ის ოფიციალური გაცვლითი კურსების თანახმად, ამ ოპერაციის მიუხედავად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 0.01 თეთრით გაუფასურდა და ამჟამად 3.1547 ლარს შეადგენს. ევროსთან მიმართებით კი, გაცვლითი კურსი 0.87 თეთრით გამყარდა, ამჟამად ერთი ევრო 3.7440 ლარი ღირს.

ეს 2020 წლის რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია იყო. ამ აუქციონებზე ჯამურად $410 მილიონი დოლარია გაყიდული.

სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, აუქციონები წლის ბოლომდე გაგრძელდება და მათი ჯამური მოცულობა შემდგომ თვეებში, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლარი ბოლო კვირების განმავლობაში აშშ დოლართან 3%-ით გაუფასურდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა