მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ს ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ 2021 წლის კრიზისული მდგომარეობა მართოს - ძნელაძე

5fd789a602f87
ლიკა გურაბანიძე
16.12.20 10:15
683

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ “საქმიან დილაში” 2020 წელს საბანკო სექტორში მიმდინარე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის შეფასებისას აღნიშნა, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, მოლოდინები პოზიტიურია.

“2020 წლის პირველი კვარტალი უარყოფითი შედეგით დაიხურა, ამ პერიოდში დამატებითი რეზერვის ფორმირება მარტში მოხდა და საბანკო სექტორმა, დაახლოებით, 800 მლნ ლარამდე ზარალი დაწერა. დღეის მდგომარეობით, მთლიანი ზარალი ნულთან ახლოსაა და დიდი იმედი გვაქვს, წლევანდელი წელი ოპტიმისტური იქნება. რაც შეეხება რეზერვებს, ამ ჭრილში მარტის თვეში რეზერვის შექმნამ მაღალი ზარალი გამოიწვია და ამ ეტაპისთვის საბანკო სექტორი ამ რეზერვს არ გაცდენილა. მიმდინარე წელს რეზერვი, დაახლოებით, 2.2%-ით გაიზარდა, რაც გასულ პერიოდთან შედარებით 50%-იანი ზრდაა. ნეგატიური სესხების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 15%-მდე ავიდა.


ასევე, ჰორეკა სექტორის სუბსიდირების პროცესი დაიწყო, რაც მათ ფუნქციონირებას ხელს შეუწყობს და ისინი რეაბილიტირებას მარტივად შეძლებენ.


დღეისთვის, კაპიტალის მდგომარეობა მოთხოვნების შესაბამისად არის და მომავალ წელს საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ; ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებში შენარჩუნდა, შესაბამისად, საკმაოდ კარგი წელი იქნება.


ანტიკრიზისული გეგმის ნაწილმა ლარიზაციის გაგრძელებას ხელი შეუწყო, მათ შორის იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ, 650 მლნ-ზე მეტი პორტფელის რეალიზება მოახდინა.  აღნიშნულმა პროექტმა წაახალისა არა მხოლოდ სუბსიდირებული სესხები, არამედ - იპოთეკური ბაზარი. ეროვნულ ბანკს დღეს ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისათვის, რომ მომავალი წლის კრიზისული მდგომარეობა მართოს. სებ-ს უკვე აქვს ბუფერები შექმნილი, რომლის გამოთავისუფლების შედეგადაც, რეზერვების ზრდა დიდ პრობლემებს არ გამოიწვევს. მომავალ წელს რეზერვების გამოთავისუფლებას უფრო ვფიქრობთ, ვიდრე  დამატებითი რეზერვის შექმნას", - განაცხადა ძნელაძემ.