მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ: საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა

5ef9db6006400
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.20 17:12
625
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით -22.4 მლრდ აშშ დოლარი (-73.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -127.0 პროცენტია - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის განცხადების თანამხად, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.3 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

ქვეყნის წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია საგარეო ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობას წარმოადგენს. საგარეო ფინანსურ ვალდებულებებში დაანგარიშებულია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ვალი, აქტივები კი მოიცავს სახელმწიფო და კერძო პირების მიერ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მათ მფლობელობაში არსებულ ფინანსურ რესურსებს.

"2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.4 მლრდ აშშ დოლარია (34.3 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 294.5 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 32.8 მლრდ აშშ დოლარი (107.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.6 მლრდ აშშ დოლარით ნაკლებია," - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.