მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ: სექტემბერში ლარის სესხების მოცულობა 3.3%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტის კი - 0.72%-ით

5db2b30687bfa
შოთა ტყეშელაშვილი
25.10.19 12:41
813
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების ფინანსური მდგომარეობის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 553.45 მლნ ლარით (1.87%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.88%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 30.12 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 435.07 მლნ ლარით (3.33%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 118.38 მლნ ლარით (0.72%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.72%-ით).

"რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2019 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.26 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.53%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 9.86 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.10%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.12%-ით მეტი).

2019 წლის სექტემბრის განმავლობაში 0.62%-ით ანუ 93.23 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის 15.23 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.77% შეადგინა. 2019 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.63 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.63 პროცენტული პუნქტით),"- ნათქვამია მიმოხილვაში.