მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 6%-ით შემცირდება, 2021 წელს კი 4%-იანი ზრდა არის ნავარაუდევი. ამასთან, ბანკის პროგნოზით, COVID-19-ის კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად, ქვეყნის 160,000 მოქალაქე, შესაძლოა, სიღარიბეში აღმოჩნდეს.
განახლებულ შეფასებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სებასტიან მოლინეუსი. მისი თქმით, ბანკი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეკონომიკის პოსტ-პანდემიური აღდგენის პროცესში.
“მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური გამოცემის ძირითადი გზავნილია, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი, 2007 და 2008 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე რეცესიის წინაშე აღმოჩნდა. რეალურად, ჩვენი პროგნოზით, რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკის ვარდნა 4.4 პროცენტი იქნება.
კარგი ამბავია ის, რომ ველოდებით ეკონომიკის აღდგენას მომდევნო წელს, სავარაუდოდ, 1.1-დან 3.3 პროცენტამდე დიაპაზონში, თუმცა პერსპექტივა ძალზე გაურკვეველია და გულახდილად რომ გითხრათ, ნეგატიურისკენ იხრება.
რეგიონული და რეალურად გლობალური რეცესია გავლენას მოახდენს საქართველოს მსგავს ღია, მცირე და ლიბერალური ბაზრის მქონე ქვეყანაზეც. 2020 წელს საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკური ვარდნა, დაახლოებით, 6 პროცენტით. ეს ასახავს პანდემიის დასაწყისში მობილობაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების შემცირებას, ისევე როგორც საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტს შეადგენდა. ამდენად ზემოქმედება მნიშვნელოვანია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი