მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სები ფინტექ-სტარტაპებისთვის ფინანსურ ინდუსტრიაში "ბარიერების" მოხსნას ხელს უწყობს - ვარლამ ებანოიძე

63406cd481cc0
BM.GE
07.10.22 22:30
542
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა მონტენეგროს ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, ქალაქ პოდგორიცაში გამართული ფინტექ ჰაკათონის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაშია.

ღონისძიება მიზნად ისახავს პროგრამისტების, მარკეტერების, დიზაინერების, სტარტაპ კომპანიებისა და სხვა კრეატიული კომპანიების წარმომადგენელთა გაერთიანებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ფინანსური ბაზრების შესახებ გამოცდილების გაზიარებას.

სებ-ის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელზე საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ და ღია ბანკინგის ხელშეწყობისა და საკრედიტო მონაცემთა მართვის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ვასილ შენგელიამ საქართველოს ფინტექ განვითარების სტრატეგიის და ციფრული ბანკინგის გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.

"საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინტექის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ერთის მხრივ, ხელს უწყობს სხვადასხვა რეგულაციური ინიციატივებით ფინანსურ ინდუსტრიაში "ბარიერების" მოხსნას ფინტექ-სტარტაპებისთვის და მეორე მხრივ, "ღია ფინანსების ეკოსისტემის" სიკეთეების ინკლუზიურობის უზრუნველყოფას საზოგადოების ყველა ფენისთვის", - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.

ჰაკათონის დასასრულს, პაპუნა ლეჟავა ჟიურის წევრებთან ერთად გამარჯვებულებს გამოავლენს და საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვებს. ჟიურის წევრებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ICT Cortex-ის, Mastercard-ის, მონტენეგროს საბანკო სექტორისა და საერთაშორისო ფინტექ კომპანიების წარმომადგენლები.