26.აგვისტო .2019 17:20

სებ–ი: ივლისში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.3 მლრდ ლარით გაიზარდა

views 161
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.3 მლრდ ლარით, ანუ 3%–ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.4%–ით) და 2019 წლის პირველი აგვისტოსათვის 44.3 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12%–ია.

2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა