31.მარტი .2020 21:49

"სების ინტერვენციები უბრალოდ ფულის გაყიდვაა" - ხაზარაძე

views 555
უკან

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის ინტერვენციებს „უბრალოდ ფულის გაყიდვად“ აფასებს და აცხადებს, რომ სებ-ი ლარის კურსზე გავლენას მოკლევადიანი დროითაც ვერ ახერხებს.

ხაზარაძე თვლის, რომ მეტი ეფექტურობისთვის ეროვნულმა ბანკმა სავალუტო დერეფანი უნდა "დაიჭიროს".

„ეროვნულმა ბანკმა უნდა განაცხადოს, რომ დაიჭერს სავალუტო დერეფანს, ეს იქნება დროებითი ღონისძიება კრიზისის დროს. ეს მისცემს გარკვეულწილად ბიზნესს სტაბილურობას და თუ გაგრძელდა კრიზისი ისინი მეტ-ნაკლებად იქნებიან დაგეგმილები და ეს პანიკა იქნება მოხსნილი.

ის ინტერვენციები, რასაც აკეთებს უშედეგოა, ეს უბრალოდ თანხის გაყიდვაა, რომელიც მოკლევადიან პროცესშიც კი არ ახდენს გავლენას. გვჭირდება გარანტია, როცა 3 მლრდ-იან გარანტიაზე ვლაპარაკობთ, შეიძლება ის სრულად ათვისებული არ იყოს, შეიძლება ნახევარი იყოს, მაგრამ მოგვცემს დიდ ეფექტს, მცირე და საშუალო ბიზნესი დაინახავს, რომ სახელმწიფო დგას მათ უკან და ჯაჭვის ციკლი არ დაირღვევა.

მე არ მინდა ბანკის კრიტიკას მოვყვე, ამის დრო არ არის მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომებია დაშვებული, ყველას ეფექტურობა გამოჩდება როცა კრიზისი გადაივლის.“ - აღნიშნა „საქმიანი დილის“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ.