27.სექტემბერი .2019 11:40

სებ–ის ვიცე–პრეზიდენტი: ლარი რაღაც პერიოდში გამყარებას აუცილებლად გააგრძელებს

views 315
უკან

"ლარის გაუფასურების მთავარი წამომწყები ივნისის მოვლენები იყო, რამაც ლარის მიმართ ნდობა საკმაოდ დააგდო. მოლოდინი იყო, რომ გარკვეული გაუფასურება იქნებოდა", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.

როგორც ლეჟავა აღნიშნავს, ტურისტულ შემოდინებებში არის კლება, თუმცა ის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებით გარკვეულწილად დაბალანსებულია.

"გაზრდილია ექსპორტი, შემცირებულია იმპორტი. ფუნდამენტურად ჩვენ იმის საფუძველი გვაქვს, რომ ვივარაუდოთ, ლარი რაღაც პერიოდში აუცილებლად გააგრძელებს გამყარებას, თუმცა მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ბაზრის მოთამაშეების მოლოდინებია. ესეც თავის მხრივ, კურსში აისახება და ალბათ, ყველაზე თვალნათლივ და მარტივად დასანახია სესხების გალარების სისწრაფე და დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდა. ესეც თავის მხრივ ლარის გაუფასურებაზე ზეწოლას ახდენს", - აღნიშნა ლეჟავამ.