30.მარტი .2023 13:41

SEC-მა კრიპტობირჟა BEAXY დახურა

SEC-მა კრიპტობირჟა BEAXY დახურა
views 341
უკან

ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) მოთხოვნით კრიპტობირჟა Beaxy დაიხურა.

კომისიის განმარტებით, Beaxy-ს ოპერირებისთვის საჭირო ლიცენზია არ ჰქონდა მიღებული, რაც ამერიკის კანონმდებლობით დაუშვებელია.

გარდა არალეგალურად ოპერირებისა, Beaxy-ს ბრალად ედება არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება და ინვესტორების მხრიდან 8 მილიონი დოლარის მითვისება.

Beaxy-ს მიერ გატარებულ ტრანზაქციებზე დაკვირვება აჩენს ეჭვს, რომ კრიპტობირჟა ფულის გათეთრების სქემაშიც იყო ჩართული. ამ მიმართულებით გამოძიება დღემდე გრძელდება.