მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო აქტივებს 68 მლნ ლარის სარგებელი დაერიცხა

5f294ceca6876
BM.GE
04.08.20 15:54
1425
3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7% ვადიან დეპოზიტებზე, 25.2% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად, საპენსიო აქტივების 100% ლარშია დენომინირებული. საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4%-ია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანაში არსებული წლიური ინფლაცია (ივლისის მდგომარეობით 5.7%).

მათივე ცნობით, საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს შეადგენს.