მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სელექტიური კონტრაქტირებისას რომელ კლინიკებს ექნებათ საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობის შესაძლებლობა?

5dfa448abade6
დავით ჯალაღონია
19.12.19 09:45
1806
საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს პირველ სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის სელექტიური კონტრაქტების შემოღება განიხილეს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა, შეხვედრაზე სელქტიური კონტრაქტირების პირობები სამი დიდი ქალაქის - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის განიხილეს.

"დღევანდელ გათვლებზე დაყრდნობით, რენტაბელური ეფექტურობის გარანტიას იძლევა პირველადი ჯანდაცვის ის დაწესებულება, რომელსაც მიმაგრებული ჰყავს 13 000 და მეტი მოსახლეობა. არის უბნები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 7000-ს. ამ უბნებსაც აქვთ კარგი პოტენციალი იმისთვის, რომ დაიმატონ და მოიზიდონ მოსახლეობა და ისინიც მიიღებენ პროგრამაში მონაწილეობას.

ნაკლები პერსპექტივაა იმ კლინიკებისთვის, სადაც ფრაგმენტული სერვისის მიწოდება ხდება და არის რისკი იმისა, რომ ხარისხი არ იყოს დაცული პირველად ჯანდაცვაში. ასევე გათვალისწინებული იქნება მოთხოვნები პრევენციული სერვისების წარმოებასთან მიმართებაში, როგორიც გახლავთ იმუნიზაციაზე მოთხოვნა, ასევე შიდსი, ცე ჰეპატიტი და ტუბერკულიოზის კლინიკის პროგრამები და ადამიანური რესურსის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა", - განმარტა გაბუნიამ.

ცნობისთვის: სელექტიური კონტრაქტირების შემოღებისას, ჯანდაცვის უყწება, სამედიცინო დაწესებულებებთან ხელშეკრულებას გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში გააფორმებს.