მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკ-ის ბერკეტები "თელმიკო"/"თელასთან" მიმართებით - "შეგვიძლია დროებითი მმართველობა ჩვენს თავზე ავიღოთ "

61fad8099bdf6
თამთა ჯიჯავაძე
02.02.22 23:10
694
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კომპანიებში “თელმიკო” და “თელასი” შემოწმებაზე შევა. როგორც კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა, სემეკ-ში უკვე შევიდა მოქალაქეების 100-მდე განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ მათ გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ.

როგორც ფანგანმა აღნიშნა, თუ აღმოჩნდა რომ დარიცხვებთან დაკავშირებით სისტემური დანაშაულია, შეიძლება სემეკ-ს მთელი ბაზების სისტემური გადათვლა მოუწიოს და ვინმეს თუ ზედმეტი აქვს გადახდილი, ანგარიშზე წინმსწრებად დაუჯდება. მისივე თქმით, თუ სემეკმა აღმოაჩინა, რომ საქმე არა ადამიანურ შეცდომას, არამედ კომპანიის არასწორ მიდგომას ეხება, მაშინ რეაგირება უფრო მკაცრი იქნება.

„თუ კომპანიის მიდგომაა ასეთია: მრიცხველი სხვას აჩვენებს და მოდი, ჩვენ ქვითრებში სხვა რაღაც ჩავწეროთ, ასეთი შემთხვევა ერთიც რომ იყოს, უკვე საკმარისია იმისთვის რომ ავამოქმედოთ გარკვეული ბერკეტები.

ბერკეტებს შორის პირველ რიგში არის მკაცრი ჯარიმები და ვადა გამოსასწორებლად. თუ შემთხვევები განმეორდება, მაშინ ჩვენ უკვე მივხვდებით რომ ჯარიმა არ მუშაობს და სხვა ზომების გამოყენება შეგვიძლია, მათ შორის ავიღოთ მმართველობა ჩვენს თავზე პრობლემის გამოსწორებამდე. ეს იქნება არა მუდმივი, არამედ ვადიანი. პრობლემა გამოსწორდება და მერე უკვე მუშაობას არსებული მენეჯმენტი გააგრძელებს“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

სემეკმა, შესაძლოა, GWP-იც შეამოწმოს - გიორგი ფანგანი