04.აგვისტო .2021 15:17

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს
views 366
უკან

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, კომისია ეხმაურება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკონსულტაციო კომპანიის მიერ ბაზრის არსებული და მომავალი მონაწილეებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და მათი შეცდომაში შეყვანის ფაქტებს.

"ბოლო პერიოდში გახშირდა საკონსულატიო კომპანიების მხრიდან სხვადასხვა შეთავაზებები ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისათვის, კერძოდ ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და მსხვილი მომხმარელებისათვის, რაც გარკვეულ შემთხვევებში არ ასახავს ბაზარზე დაგეგმილ ცვლილებებს და არასწორ მოლოდინებს უჩენს ბაზრის მონაწილეებს.

საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმისა და მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, საკონსულტაციო კომპანიების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. თუმცა, საკონსულტაციო პროცესი უნდა წარიმართოს კვალიფიციური პირების მიერ, რათა არ მოხდეს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა.

გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე რეფორმის შესახებ ბაზრის არსებულმა და მომავალმა მონაწილეებმა პირველ რიგში ინფორმაცია მიიღონ სემეკისგან, ელექტროენერგიისა და სისტემის ოპერატორებისგან (საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა).

უზუსტობების თავიდან ასაცილებლად, სემეკი მზადაა ნებისმიერ დროს შეხვდეს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს და გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაცია მათთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე.

ინფორმაციისთვის: აღნიშნული არ ეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე საწარმოებს.

კონსულტაციისა და დეტალური ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სემეკს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას", - აღნიშნულია სემეკის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა