მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი ე.წ. "უმოქმედო ფართების" მფლობელებს მიმართავს

620259ce73373
ინგა მურუსიძე
08.02.22 15:51
4104
სემეკი მიმართავს მოქალაქეებს, რომლებსაც ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი. სემეკ-ის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) შემოწმების ფარგლებში დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთაც 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, მიმართონ სემეკს.

სპეციალურად ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკის ვებგვერდზე განთავსდა ფორმა, სადაც რამდენიმე საინფორმაციო ველის შევსებით, ინფორმაცია რეაგირებისთვის მიეწოდება სემეკის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს. ფორმის შესავსებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ მოცემული ბმულით.

დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან Facebook-ზე სემეკის გვერდის დახმარებით“, - ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ: მომხმარებლისთვის დარიცხული მაღალი გადასახადების გამო, სემეკი „თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმებას ახორციელებს.