მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი "თელასსა" და "თელმიკოში" შემოწმებაზე მომდევნო კვირაში შევა - "100-მდე მოქალაქემ მოგვმართა"

61fa8ddf7cebc
ინგა მურუსიძე
02.02.22 18:00
776
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კომპანიებში “თელმიკო” და “თელასი” შემოწმებაზე შევა. როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა, სემეკ-ში უკვე შევიდა მოქალაქეების 100-მდე განცხადება და მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ.

„მოხდება იმ საკითხების შესწავლა, რომელმაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. საუბარია დეკემბრის და იანვრის დარიცხვებზე. ჩვენი მოქალაქეები აფიქსირებენ პოზიციას, რომ მათ მიუვიდათ გაზრდილი გადასახადი. ჩვენთან შემოსულია 100-მდე განცხადება და შესწავლა დაწყებული გვაქვს, თუმცა ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის საკმარისი, თუნდაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და მათ შორის იმ კითხვებიდან, რაც ჩვენ გაგვიჩნდა. ერთადერთი სწორი გზა იქნება კომპანიებში შესვლა და ინფორმაციის გამოთხოვა, რომ დავადგინოთ რა ხდება, რა პრობლემებია“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

მისი განმარტებით, ხვალ გაიმართება სემეკ-ის სხდომა, სადაც საკითხზე იმსჯელებენ, ხოლო კომპანიებში სემეკი მომავალ კვირაში შევა. ფანგანის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, რომელიც სემეკს კომპანიებმა მიაწოდეს, გარკვეული ტიპის დარღვევები 700-მდე შემთხვევაში დაფიქსირდა, რომელიც უკვე აღმოფხვრილია. დამატებით საკითხებს კი სემეკი შემოწმების შემდეგ გამოიკვლევს.

რატომ დაგერიცხათ დენის "არაადეკვატური გადასახადი"? - "თელმიკო“ მიზეზს ასახელებს