მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი „თელმიკოსა" და „თელასში“ შემოწმებაზე შევა

61fa83110b0f0
სალომე მეცხვარიშვილი
02.02.22 17:10
3531
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კომპანიებში “თელმიკო” და “თელასი” შემოწმებაზე შევა. გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას სემეკის წევრი გიორგი ფანგანი დღეს მარეგულირებელში გააკეთებს. ბრიფინგი მედიისთვის 17:30 საათზე გაიმართება.

“კერძოდ, სემეკი ადგილზე შეისწავლის შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა დიდი ოდენობის საჩივრებით, რომლებიც შეეხება ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადებს”,- აცხადებენ სემეკში.

რატომ დაგერიცხათ დენის "არაადეკვატური გადასახადი"? - "თელმიკო“ მიზეზს ასახელებს