23.სექტემბერი .2019 13:05

სემეკის თავმჯდომარეობის კანდიდატმა 7-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

views 240
უკან

სემეკის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის დროს 7-პუნქტიანი გეგმა იმ სექტორების განვითარებასთან დაკავშირებით  წარადგინა, რომელსაც მარეგულირებელი კომისია არეგულირებს.  



1.      კომუნალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

2.      მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

3.      საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ინტეგრაციული პოლიტიკა ევროკავშირთან.

4.      ბაზრის ლიბერალიზაცია და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები.

5.      განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტიანობის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები.

6.      კომისიის შიდა მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და პროდუქტიულობის ზრდას უკავშირდება.

7.      საზოგადოებასთან ურთიერთობა და გამჭვირვალობა და კომისიის ანგარიშვალდებულება.



„თქვენთვის ცნობილია, რომ 2 წელია, რაც ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ვმუშაობ, როგორც კომისიონერი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება  წყალმომარაგების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები იყო, ასევე კომისიის შიდა საფინანსო ლოგისტიკური საკითხები და განსაკუთრებით აქტიურად ვიყავი ჩართული კომისიის სხდომებში ვიყავი“, - განაცხადა ნარმანიამ პარლამენტში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას.


ცნობისთვის: სემეკის თავმჯდომარის თანამდებობაზე მთავრობამ პარლამენტს დავით ნარმანიას კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა.  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტს 16 სექტემბრამდე ირინა მილორავა იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა