მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) უხელმძღვანელებს

5f63481bbdc33
BM.GE
17.09.20 15:26
984
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე გახდა. 17 სექტემბერს გამართულ გენერალური ასამბლეის სხდომაზე, აღნიშნულ პოზიციაზე მაია მელიქიძე ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით აირჩიეს. ასამბლეის სხდომას სემეკის მხრიდან ესწრებოდა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოთქვა მაია მელიქიძის კანდიდატურის მიმართ.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის თავმჯდომარე წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში, იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის კონსტიტუციით მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსურ საქმიანობას, ბიუჯეტს და ახორციელებს ასოციაციის ფულადი სახსრების მართვის ფუნქციას. ამასთანავე, ასოციაციის თავმჯდომარე წარმართავს პრეზიდიუმისა და გენერალური ასამბლეის სხდომებს.

აღსანიშნავია, რომ მაია მელიქიძე 2018 წელს 2 წლის ვადით იყო არჩეული ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის პრეზიდიუმის წევრად. პრეზიდიუმი ასოციაციის აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ და წარმომადგენლობით ორგანოს წარმოადგენს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის მართვასთან და ადმინისტრაციულ საკითხებთან, ბიუჯეტთან და საწევროსთან დაკავშირებით; ამზადებს ფინანსურ ანგარიშებსა და წესებს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით; ქმნის კომიტეტებს და ნიშნავს სამდივნოს უფროსს და სხვა.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სემეკი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.