მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა - რას ნიშნავს ეს?

5f3266c9bca77
BM.GE
11.08.20 13:36
1094
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა. ახალი რეგულაცია მოიცავს დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხო და საიმედო ოპერირება, ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგულირება. წესები ეხება ბაზრის მონაწილეებს - ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს, ტრეიდერებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. წესებით იკრძალება ბაზარზე შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი და ჯვარედინი სუბსიდირება.

დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების მიზანია საქართველოში ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის განვითარებისა და სამართლიანი ფასის ფორმირებისათვის საჭირო სამართლებრივი გარემოს შექმნა, ეფექტიანი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა. წესები გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვას, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს.

საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით დარეგულირდება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ფუნქციონირება, განისაზღვრება ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებასთან დაკავშირებული გადამცემი სისტემის ოპერატორისა და საბალანსო ბაზრის ოპერატორის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები. დაინერგება თვითდისპეტჩირების მოდელი, რომლის მიზანიც იქნება ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვა და ოპერირება.

წესები შემუშავებულია ევროპული რეგულაციების საფუძველზე და მისი მიღება განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით.