29.ივლისი .2021 14:09

სემეკმა „ენერგო პორ ჯორჯია“ 20 000 ლარით დააჯარიმა

სემეკმა „ენერგო პორ ჯორჯია“ 20 000 ლარით დააჯარიმა
views 378
უკან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 20 000 ლარით დააჯარიმა.

სემეკში განმარტავენ, რომ დაჯარიმების საფუძველი კომპანიის მიერ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრული ინფორმაციის შეყვანაა, რაც „ლიცენზირების წესისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესისა“ და „მომსახურების ხარისხის წესების“ დარღვევას წარმოადგენს.

„მიმდინარე წლის მარტში მოქალაქემ მომართა სემეკს განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კობაძეში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მხრიდან ელექტროენერგიის წყვეტები ხშირი იყო. მომხმარებელმა კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის აგვისტოდან 2021 წლის მარტამდე სს „ენერგო-პრო ჯორჯიისგან“ მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინების თარიღი ავარიულ გათიშვებთან დაკავშირებით. მომხმარებლის განმარტებით, ელექტროენერგიის გათიშვები გაცილებით ხშირი ხასიათის იყო, ვიდრე ამას ასახავდა კომპანიისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. აღნიშნული სემეკის მოკვლევის შედეგადაც დადასტურდა.

ამასთანავე, გამოვლინდა, რომ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში კომპანიის მიერ დაფიქსირებული წყვეტების რაოდენობა არაზუსტი იყო და კომპანიას ელექტრონულ ჟურნალში წყვეტებთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაცია არ ჰქონდა შეყვანილი.

კომპანიას განემარტა, რომ მსგავსი ტიპის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, სემეკი იმსჯელებს გაორმაგებული ჯარიმის დაკისრების თაობაზე“, - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა