მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკ–მა "გაზტრანს სერვისი" მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო დააჯარიმა

5dcd425eda307
BM.GE
14.11.19 16:45
795
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 14 ნოემბრის საჯარო სხდომაზე შპს "გაზტრანს სერვისი" სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დააჯარიმა.

"გაზტრანს სერვისი" ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატია და ბუნებრივი გაზით ამარაგებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს - კაპანახჩს, პირველ და მეორე ქესალოს.

"დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს შპს "გაზტრანს სერვისის" მიერ, როგორც განაწილების ლიცენზიატზე დაკისრებული არაერთი მოთხოვნის შეუსრულებლობა. კერძოდ, ერთ-ერთ ძირითად დარღვევას წარმოადგენს კომპანიის მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა - კომპანია მომხმარებელს არ უწევს სათანადო მომსახურებას, მათ შორის, არ გააჩნია ოფისი, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ შეუფერხებლად მიმართონ კომპანიას და მიიღონ საჭირო მომსახურება. გარდა ამისა, შპს "გაზტრანს სერვისის" მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგებები, ხოლო კომისიის ელექტრონულ ჟურნალში არ არის ატვირთული მოთხოვნილი ინფორმაცია. ასევე, კომპანია არ იხდის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულირების საფასურს", – ნათქვამია სემეკ–ის განცხადებაში.

სემეკის საჯარო სხდომაზე "გაზტრანს სერვისს" განემარტა, რომ თუ არ მოხდება დარღვევების აღმოფხვრა ერთი თვის ვადაში, კომპანია დაჯარიმდება 15 000 ლარით.