მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკმა "თელასი" 50 000 ლარით დააჯარიმა

61f288de5fd15
მარიამ ვარადაშვილი
27.01.22 16:05
621
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების კომისიამ “თელასი” 50 ათასი ლარით დააჯარიმა.

კერძოდ, სემეკის ინფორმაციით, 27 იანვრის საჯარო სხდომაზე კომისიამ სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. მიზეზი კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობაა.

“მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, თუმცა კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა. „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.