მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკმა „თელასი“ 75 ათასი ლარით დააჯარიმა

621c98ea30d79
ინგა მურუსიძე
28.02.22 13:55
1155

სემეკ-მა კომპანია „თელასი“ 75 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ზედმეტად დარიცხულ ელექტროენერგიის გადასახადებს, რომლებიც სწორედ "თელასის" მხრიდან არასწორად აღრიცხულ დარიცხვებს უკავშირდება.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) საქმიანობების შემოწმება დაასრულა. შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა სს „თელასში“, რომლებმაც 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებზე ელექტროენერგიის გადასახადის არასწორი დარიცხვები განაპირობა.

დავით ნარმანიას თქმით, სემეკ-მა დაარღვია სალიცენზიო პირობები, რის გამოცა გადაწყვეტლების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.

გარდა ამისა, კომპანიას დაევალა, სამი თვის ვადაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეამოწმოს 1000 მრიცხველი და გადამოწმოს აღრიცხვის სიზუსტე ლაბორატორიაში, ხოლო შედეგები გააცნოს სემეკს.