საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
მემორანდუმის მიზანია სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული სასმელი წყლის მიმწოდებელ ბიზნეს ოპერატორთა სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად რისკების მართვის ხელშეწყობა და ამ მიზნით მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
მხარეები უზრუნველყოფენ ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარებას სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოვლენილ ან შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სფეროში წარმოქმნილ დარღვევათა პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმვა, განხილვა და ანალიზი.
დავით ნარმანიას განცხადებით, უწყებებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით შესაძლო დარღვევების დროულ გამოვლენას შემდგომი რეაგირების მიზნით.
„სემეკსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის დღემდე არსებული თანამშრომლობა გამყარდა მემორანდუმით, რაც ცალსახად მისასალმებელია. მნიშვნელოვანია სააგენტოს ჩართულობა წყლის ხარისხის შემოწმებასთან დაკავშირებით. საქართველოში სასმელი წყლის ხარისხი მოწმდება ყოველდღიურ რეჟიმში და სურსათის ეროვნული სააგენტო, ფაქტობრივად, ორმაგ კონტროლს განახორციელებს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სასმელი წყლის ხარისხის მუდმივ მონიტორინგსა და შესაბამისად, სასმელი წყლის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
„სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუდმივ რეჟიმში იღებს და ამოწმებს წყლის სინჯებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან რეაგირების მიზნით. მემორანდუმის გაფორმება სემეკთან ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გააქტიურებას, უწყებებს შორის ინფორმაციია გაცვლასა და წყლის ხარისხის კონტროლის უფრო ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებას“ , - განაცხადა ზურაბ ჩეკურიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ