მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა ინერგება

5e2579e73b5ad
BM.GE
20.01.20 13:58
1119
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის შემუშავებასა და დანერგვას იწყებს.

კომისიაში ჩატარდება კონსალტინგური სამუშაოები და განხორციელდება სასერტიფიკაციო აუდიტის ორგანიზება.

სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან დაიწყება, რაც გულისხმობს იმას, რომ კომისიაში განხორცილებული საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო მოთხოვნებთან.

საქმიანობის ხარისხის მართვის საკონტროლო აუდიტს სემეკი ყოველწლიურად განახორციელებს.
NS