მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკში სტაჟირების საკონკურსო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

63da72ca512d1
BM.GE
01.02.23 18:08
948
ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დეპარტამენტებში ქალი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი ცხადდება.

USAID-ის მხარდაჭერით, კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის - „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყება. სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე.

სტაჟიორები შეირჩევიან ღია კონკურსის გზით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინჟინრის, იურისტის, ეკონომისტი/ფინანსისტის სპეციალობის მიმართულებით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის ქალ სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს.

სტაჟირების საკონკურსო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://bit.ly/3YauxgF  



NS