მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენატორები და კონგრესმენები ნიკა მელიას დაკავებაზე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

6035f1bd953c2
BM.GE
24.02.21 10:24
1072
აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში, ასევე კომიტეტის თანათავჯდომარე ჯინ შაჰინი, ასევე  წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი და დემოკრატი ჯერი კონოლი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და საქართველოს მთავრობას პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ისინი ქართული პოლიციისა და სასამართლო სისტემის "კორუმპირებულ" გამოყენებას გმობენ.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში მისი ლიდერი ნიკა მელიას და სხვა ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ფუნდამენტურ შეშფოთებას იწვევს. საქართველოს სამართალდამცავი ძალების და სასამართლოს კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევრო-ატლანტიკური გზისგან.

ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუასი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოძებნოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა,"- ნათქვამია განცხადებაში.

ნიკა მელია გუშინ, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.

მომხდარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ.