მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

5ebf82e7467bb
თელარა გელანტია
16.05.20 10:00
1368
„ოპოზიციის ორი ლიდერის გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება და გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად“, - ამის შესახებ სენატორების ჯეიმს რიშის და ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

სენატორები წერენ, რომ მას შემდეგ, რაც მომავალ კვირებში საქართველოს პარლამენტი განაახლებს მუშაობას, ელიან საარჩევნო კანონმდებლობაში შეთანხმებული ცვლილებების ასახვას.

გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სენატორები ასევე, ელიან ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლებას.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ შეიწყალა.