მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენატორები წერენ, რომ საქართველო ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობაში შეიძლება იყოს ჩართული

5ebf080a5f0a9
შოთა ტყეშელაშვილი
16.05.20 01:00
6039
ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ქვეყნის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივნის - სტივენ მანუჩინისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს აქვეყნებენ. სენატორები თედ კურზი, ჯონ კორნინი, ასევე კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეილ მალინი მაიკ პომპეოსა სტივენ მანუჩინს საქართველოში გაუარესებული ბიზნეს გარემოს, შევიწროვებული ამერიკული ბიზნესების და ქვეყანაში მმართველობის ხარისხის გაუარესების შესახებ წერენ. ამასთანავე, მათ მიერ წერილში აღნიშნული კიდევ ერთი საკითხი საქართველოს მიერ ირანისადმი დაწესებული სანქციების გვერდის ავლაა.

კერძოდ, კი სენატორები აღნიშნავენ, რომ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ირანული ნავთობით არალეგალურ ვაჭრობაშია ჩართული.

“იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ლეგალური ბიზნესების შევიწროვება ხდება, არალეგალურმა აქტივობებმა მოიმატა. საქართველო და ქართული საფინანსო სისტემა
არსებული მასალების მიხედვით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან წარმოადგენდნენ ირანელებისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების თავიდან არიდების ერთ-ერთ საშუალებას. 2013 წელს ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა შეიტყვეს, რომ მცირე ზომის საბანკო ინსტიტუტი ირანული მხარის კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული და ის დიდი მოცულობის ფულად ტრანზაქციებს ასრულებდა. საქართველოს დასავლური ორიენტაცია და შავ ზღვაზე არსებული პორტები საქართველოს ირანელთა უკანონო ეკონომიკური აქტივობების იდეალურ სამიზნედ აქცევს. მართლაც, უკანასკნელი მასალები მიუთითებენ, რომ ბათუმის პორტი კვლავ იქცა იქცა ირანული ნავთობის ბიზნესის არალეგალური აქტივობების სამიზნედ,”- ნათქვამია წერილში.

სენატორთა წერილში ანაკლიის პორტის პროექტის შესახებაც არის საუბარი. მაიკ პომპეოსადმი გაგზავნილ მიმართვაში ამერიკელი კანონმდებლები წერენ, რომ საქართველოს მთავრობამ პროექტიდან გამოაძევა კონსორციუმი, რომლის წევრიც ამერიკული Conti Group-ია.

“გასული წლის განმავლობაში, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 50%-ით შემცირდა, გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები კი გაიზარდა დასავლური ბიზნესებისთვის.

მმართველობის ეს პრობლემები პირდაპირ ძირს უთხრის ამერიკული კომპანიების ოპერირების და ჩვენი კავშირების საქართველოსთან, Frontera Resources-თან, Texas-თან გაღრმავების შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს ნავთობ და გაზის სექტორში უმსხვილესი ამერიკული ინვესტორია. მათ $500 მილიონი აქვთ ინვესტირებული ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოებისთვის. ცოტა ხნის წინ Frontera გახდა დამახშობელი რეგულაციების და შეზღუდვების სამიზნე და ახლა შესაძლო ექსპროპრიაციის საფრთხის წინაშეა საქართველოს მთავრობის მხრიდან.

2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია Conti Group იყო იგივე გზით კონსორციუმიდან გაძევებული, რომელიც ანაკლიაში პორტს აშენებდა, რამაც პროექტი გააჩერა“, – წერენ ისინი.