მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენატორი რიში: 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" მხოლოდ საკუთარ მომავალზე ფიქრობს

61019f931ae13
თამთა ჯიჯავაძე
28.07.21 22:11
437
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით Twitter-ზე ეხმაურება.

"ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდა, არის უარის თქმა მთავრობის პასუხისმგელობაზე და ამასთან ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პარტია მხოლოდ საკუთარ მომავალზე ფიქრობს და არა ქვეყანაზე. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს", - წერს სენატორი.

შეგახსენებთ, დღეს "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმების "ამოწურვის" და "ანულირების" შესახებ გააკეთა განცხადება:

"დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტზე ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ. ქვეყანა უკვე ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში ქართული ოცნების მხრიდან ამ შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.