მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენეგალი IMF-ს $221 მილიონს სთხოვს კორონავირუსის შოკის შესამცირებლად

5e85cd311a4fe
ნათია თაქთაქიშვილი
02.04.20 22:40
762
სენეგალი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) მოლაპარაკებებს აწარმოებს 221 მილიონი აშშ დოლარის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით კორონავირუსის შოკის შესამცირებლად. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება IMF-ის აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რომელიც სავარაუდოდ წინადადებას აპრილის შუა რიცხვებში განიხილავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ფინანსური ინსტიტუტები ცდილობენ გააძლიერონ მხარდაჭერა აფრიკის დაუცველი ქვეყნებისთვის, რომლებსაც არასრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემა აქვთ, რათა მათ უკეთ შეძლონ გამკლავება კორონავირუსის პანდემიასთან.

2 აპრილის მონამცემებით, სენეგალში კორონავირუსით ინფიცირების 190 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 45 ინფიცირებული.